მოდერატორის უფლებები

2.1 მოდერატორი უფლებამოსილია წაშალოს ან ჩაასწოროს პოსტი რომელიც შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას ან წარმოადგენს შეურაცხყოფას ფორუმის სხვა იუზერებისადმი.
ა) მოდერატორი უფლებამოსილია უწმაწური და შეურაცხმყოფელი პოსტისთვის სიტყვიერად გააფრთხილოს იუზერი, დავორნოს ან დაადოს ბანი.
ბ) არანორმატიულ ლექსიკად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ისეთი უწმაწური სიტყვის შემცველი პოსტი, სადაც სიტყვის საკვანძო ასო-ბგერები შეცვლილია სხვადასხვა სიმბოლოებით.

2.2 მოდერატორს აქვს უფლება მიპინოს თემა, თუ ის განსაკუთრებულად სასარგებლოა განყოფილების წევრებისათვის.
ა) მოდერატორი ასევე მიპინავს თემას, იუზერთა მოთხოვნის საფუძველზე. თუ მიპინვის თაობაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მოდერატორი ან იუზერი ატარებს გამოკითხვას განყოფილების იუზერთა შორის. გამოკითხვის შემდეგ, ხმითა უმრავლესობაზე დაყრდნობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბ) მოდერატორი ჩამოხსნის თემას თუ ის დაკარგავს აქტუალობს და 3 კვირის განმავლობაში მასში არ გაკეთდება პოსტი.
შენიშვნა: ჩამოხსნას არ ექვემდებარება თემის წესები, რომელიც თავად განყოფილების მოდერატორის მიერაა დაწერილი