1. ყველა განყოფილებას და ყველა ქვეგანყოფილებას უნდა ჰყავდეს თავისი მოდერი რომელიც იქნება ამ კონკრეტული განყოფილების სპეციფიკის ღრმად მცოდნე.

2. ყველა მოდერს უნდა ახსოვდეს რომ როგორც მოვიდა ისე წავა

3. ყველა მოდერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება თავის მოვალეობებზე და არა უფლებებზე.

4. ყველამ უნდა მიხედოს თავის განყოფილებას და რაიმე პრობლემის შემთხვევაში რომელიც მისთვის იქნება რთული გადასაწყვეტად მიმართოს ადმინის საბჭოს.

5. ფორუმზე არ შეიძლება დაინიშნოს მოდერად ადამიანი რომელიც არ პოსტავდა ფორუმზე (ან რომელიმე ფორუმზე) და არ აქვს წარმოდგენა იმ განყოფილების თემაზე სადაც ინიშნება.

6. მოდერი იხსნება თანამდებობიდან საკუთარი სურვილისამებრ ან იმ შემთხვევაში თუ დაარღვია რაიმე წესი ანუ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას ან მასზე შემოსულია საჩივარი და სხვა მოდერები ხმის უმრავლესობით გადაწყვეტენ რომ იგი დამნაშავეა და უნდა მოიხსნას თანამდებობიდან.

7. კატეგორიულად იკრძალება მოდერის მხრიდან გინების, უწმაწური სიტყვების და შეურაცხმყოფელი პოსტების წერა ფორუმზე. 

8. ყველა განყოფილებას  უნდა ჰქონდეს  წესი!

9. ყველა მოდერი ვალდებულია აუცილებლად გასცეს პასუხი მის მიმართ დასმულ შეკითხვას და შეიტანოს აუცილებელი შესწორებები თემაში თუ ეს საჭიროა.

10. თემის დახურვისას აუცილებლად უნდა მიეთითოს არგუმენტირებული და დასაბუთებული მიზეზი იმისა თუ რატომ იხურება თემა.

11. იმ შემთხვევაში თუ ფორუმელი ხდება მოდერი მას შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ახალი ნიკი (ანუ ახალი ნიკით დარეგისტრირდეს) და ისე შეუდგეს მოდერის მოვალეობის შესრულებას.

12. ერთი მოდერის მიერ ფორუმელზე დადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას სხვა მოდერის მიერ ამავე  მოდერთან შეუთანხმებლად. ასეთი საქციელი ავტომატურად გამოიწვევს თვითნება მოდერის დასჯას.

-------
პ.ს.
ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს მასში შესწორება.