ელიტარული ფორუმი

Объявление

თქვენთან მუშაობენ:

მთავარი ადმინი: sali-mia

ადმინი: ania_ano , TaTa

მოდერები: mari1313, mis_nini, batukela, lauri_ylonen, ieleni, laluka, milanistii, princessnini, KaQi-GoGoNuu, KaTooOOoo, LaNa
პატივცემულო მომხმარებლებო და სტუმრებო:

სტუმრების საყურადღებოდ მართალია რომ ფორუმი ძალია ლამაზია, მაგრამ რეგისტრაცია მაინც საჭიროაcenter>
<გვჭირდება მოდერები

ელიტარული ფორუმი...

აქტიურად გაგვიკეთეთ რეკლამა!.

პატივისცემით ადმინისტრაცია..!

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » ელიტარული ფორუმი » მუსიკა ♪ » IRAKLI CHARKVIANI


IRAKLI CHARKVIANI

Сообщений 1 страница 10 из 18

1

მოგწონთ თუ არა ეს მომღერალი და საერთოდ რა იცით  მის შესახებ?
როგორც მომღერალს უფრო აფასებთ თუ როგორც მწერალს :)

დადეთ ყველანირი ინფორმაცია მის შესახებ.

მე რატომღაც სურათს ვერ ვდებ :(

მალე შემოგთავაზებთ 1995 წლის ინტერვიუს მეფესთან :)

0

2

batukela
isada xo mokvda irakli?

0

3

eseigig me vafaseb mas rogorc sazogado moRavawes, is iyo kaci niWi da aravis gasarCevi saqne araa is riTi gardaicvala an ras akeTebda, imaze visaubroT rac Cven g vexeba da ara mis piradulze!!!  eseigi suratebsac mogawvdiT simRerebsac da informaciebsac!!!

raRac am gverdis moderic viyavi da mgoni gadamagdes!!!

0

4

http://ra.foto.radikal.ru/0707/e8/ffc072e34a72.jpg

esec irakli Charkviani :)

0

5

esec shepirebuli interviu :)

ეს ინტერვიუ პირველად გაზეთ "რვა-ნახევარში" დაიბეჭდა.

1995,29 ივნისი....ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს ირაკლი 32 წლის იყო..

-მაშ ასე ,ამდენი ლექსის ,ამდენი მოტხრობის, ამდენი სიმღერის,ამდენი სიარულის შემდეგ,გზის რომელ მონაკვეთშ იმყოფება პოეტი-პროზაიკოსი-მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი? თუ სეიძლება მომიყევი ,რას აკეთებდი ჯერ მოსკოვში,შემდეგ კი ბერლინში?

--არავითარი ემიგრაცია,მე უბრალოდ მოგზაური ვარ... ვმოგზაურობდი,მაინტერესებდა,შ
ეიცვალა თუ არა მოსკოვი...პრინციპში სეიცვალა.ყველაფერი იცვლება.ხალხმა ფული იშოვა,უფრო გაკომერციულდა,ქუჩებში ეფრო მეტი მაფიოზები დადიან,ეფრო მეტი მოძრაობაა.მე ვთვლი,რომ ყველაფერი ეს კარგია.ძალიან მკვდარი იყო ეს ქალაქი.

-რას ეძებდა შენნაირი ადამიანი ამდენ მაფოზში და კონიაკში?რა დაგრჩა იქ?

--არც არაფერი.შენ ებრალოდ ხარ,მორჩა და გათავდა და თუ რამე საინტერესო შეგიძლია გააკეთო,მაგალითად კარგი მუსიკა დაწერო,ამას ყველგან მოახერხებ,არა აქვს მნიშვნელობა მოსკოვში მოხდება ეს თუ ნიუ იორკში.უბრალოდ მოსკოვი,ბერლინი,ლონდონი,ეს ის ადგილებია სადაც მოგზაურობ და ამ მოგზაურობაში,ამ დროს შენში ახალი ინფორმაცია შემოდის,როდესაც ამ ინფორმაციას ამუშავებ,ახალი მუსიკა ჩნდება,ახალი ვიბრაციები იბადება.მოგზაურობა ფაქტიურად,ამ ახალი ვიბრაციებთან შეხებაა...ამ მოგზაურობის დროს ვნახე,თუ რა რეაქცია აქვთ ადამიანებს ჩემს მუსიკაზე,რამდენად მოწონთ ეს მუსიკა.ჩავიხედე იმ სარკეში,რომელშიც მინდოდა ჩამეხედა...ვიბრაციეის სარკეში.ჩავიხედე და მივხვდი,რომ თუ მთელ შენს ცხოვრებას და ენერგიას არ ჩადებ იმაში,რასაც აკეთებ-ჩემს შემთხვევაში კი ეს მუსიკააა-მაშინ ის მუსიკა არ ივარგებს არც ბერლინში და არც მოსკოვში.არც იქ გაიყიდება და არც აქ.

-რამდენადაა შენი მუსიკა კომერციული და რაც მთავარია,შენ თვითონ რამდენად გინდა რომ ის კომერციული იყოს?

--არასოდეს არავითარი კომერციისკენ მიმართული არ ვყოფილვარ იმიტომ რომ არასოდეს ვიყავი იმდენად ღარიბი რომ რაღაც გამეყიდა.მე ყოველთვის მქონდა ის რაც მჭირდებოდა-სიგარეტის და ყავის ფული.ამაზე მეტი არ მჭირდება.ჩემი მუსიკა იმდენადაა კომერციული.რამდენადაც მე მომინდება,რომ ის კომერციული იყოს.მეტი ფულის შოვნა რომ დამჭირდება,ვისოვი.ეს პრობლემა არაა.ყველაფერი იმაზე დამოკიდებული,თუ რას ჩააცმევ მუსიკას.სენ სეგიძლია pierre cardinis-ის ან yves saint laurent-ის ტანსაცმელი ან ქრისტესავით ბალახონში გაეხვიო და ისე იარო.სწორე ისეაა მუსიკა.შენ კი მხოლოდ და მხოლოდ გამტარი ხარ.თუ მუსიკას რომელიც შენში შემოდის გოიმურ"დუბლიონკას ჩააცმევ,ის გოიმურადაც გაიყიდება,თუმცა შეიძლება გოიმებმა ბევრი ფული გადაიხადონ ამაში.ჩემი ალბომი(silent swim) სხვანაირი არანჟირებით რომ ჩამეწერა,უფრო კარგად გაიყიდებოდა,ვიდრე ის სუფთა იდე რომელიც პირველად შემოვიდა ჩემში და უცვლელად დაფიქსირდა.მოკლედ როგორც ვთქვი,გააჩნია მუსიკას როგორ "ჩააცმევ".შენ თუ ნაღდი მუსიკოსი ხარ დამუსიკა შენსი თავისუფლად მოედინება,მე იმდენად მჭირდება მუსიკის გაყიდვა,რამდენადაც ფული მეყოფა სიგარეტზე,ყავაზე და მოგზაურობაზე.

-იყო ბერლინში ისეთი რამ,სუფთა მუსიკალური თვალსაზრისით გეკითხები,რამაც მოხიბლა და დაგაინტერესა?

--რა თქმა უნდა.ტექნო.გერმანია ტექნოთია განთქმული.ტქნო იქ დაიწყო.საინტერესო კი იმთვალსაზრისით რ იყო რომ კონტაქტი მქონდა იმ ადამიანებთან,ვინც დღეს ამ სფეროსი მუშაობს და ევროპაში წმყვან მუსიკოსებად ითვლებიან.მაგალითად:space Sex -ი,ძალიან მაგარია მუსიკოსი,რომელიც ჯანგლის,ტექნოს და რეჩიტატივს უცნაურ ნაზავს აკეთებს.თვითონაც ბრწყინველე პერფორმერია..მე რამდენჯერმე დავუკარი მასთან ერთად და საკმაოდ ბევრი ვისწავლე მისგან ისევე,როგორც მან ჩემგან.მოკლედ.ორივე დავმდიდრდით რა..იმედი მაქვს რომ ბერლინსი ჩემი სემდგომი ჩასვლისას ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ ერთდა.სინგლის ჩაწერას ვაპირებთ ერთად,ოქტომბერში.საოცრად საინტერესო პროცესია.გერმანელი მუსიკოსები,დი-ჯეების ჩატვლით,თავაუღებლად მუშაობენ.არც კი მეგონა,ამდენი მუშაობა თუ იყო საჭირო საკუთარ თავზე იმისთვის რომ შენგან კარგი დი-ჯეი დადგეს.მათ დამარწმუნეს იმაში რომ დი-ჯეობა მნიშვნელოვანი სკოლაა და კარგი იქნებოდა,აქაც რომ ჩაეყაროს საფუძველი ამას.ბევრს შეიძლება ეგონოს რომ ეს უბრალოდ მოდური ტალღაა,მაგრამ ეს ასე არაა,ეს,უბრალოდ მძიმე სამუშაოა,რომელიც ყოველდღიურ ძიებას და დიდი ენერგიის გაღებას მოითხოვს შენგან იმისთვის რომ პროდუქტი ხარისხიანი გამოვიდეს.ეს ძალიან მნისვნელოვანია.

-მე დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ამიტომაც,რომ არ დაგიმალო,არც კი ვიცი,თუ რამდენად დიდია ტექნოთი დაინტერესება აქ.საქართველოში...

--არის,როგორ არა.ძირითადად ახალგაზრდებში.თუმცა ეს მაინც სულ სხვაა,ვიდრე ის,რაზეც მე ვსაუბრობ.არც კი ვიცი,არის თუ არა აქ დი-ჯეი,რომელიც პროფესიონალურად მუშაობს და არ ვიცი დისკოთეკა,სადაც ტექნოს უკრავენ.მოკლედ ჯერ კარგად ვერ გავრკვეულვარ ამაში,მიდის თუ არა ეს პროცესი აქ.არადა, ეს დღევანდელი მუსიკაა და ყოველი დღე ყოველი საათი ცვლის ცხოვრებისადმი შენს დამოკიდებულებას.ყოველდღიური ყოფის ავტომატიზმი ახალის არქმასი გიშლის ხელს.თუ შენ იჯაქი და ხელი,ვთქვათ,აი ასე გედო და ის დღესაც იმ სახელურზეა ჩამოდებული შენში ახალი ინფორმაცია არ მოედინება.შენ ხომ ხელი ისევ ისე გიდევს ,როგორც ვთქვატ ორი წლის წინათ.სტატისტიკური მდგომარეობა ძალიან ართულებს ახლის აღქმის სასუალებას.

-რატომ ტექნო?გიფიქრია ამაზე?

--ჩემი აზრიტ,ეს დროული მომენტია.პრინციპში აქ ლაპარაკი გადარჩენის გზაზეა.ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენი ჯოპლინის და კურტ ქობეინის სიკვდილის შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც ამის სეკიტხვა :რამდენად მნიშვნელოვანია გმირის ფიგურა თანამედროვე კულტურისთვის? ანდა უფრო სწორად რომ ვთქვათ,რომელია საუკეთესო მოდელი_ქრისტიანული სადაც სადაც გმირი ან ჯვარს უნად აცვან ან ჰეროინისგან მოკვდეს,(რა მნიშვნელობა აქვს,ჯვარს გაცვამენ თუ კოკაინს?)თუ იარო ჩუან-ზისავით წყნარად,გაიარ გამოიაროს,დაინახოს,შეიგრძნოს
და სხვასაც აგრძნობინოს?

-ძალიან რომ არ გავართულოთ შენ რომელი არჩევანი გააკეთე?

--ჩემი გაზ მშვიდი ცურვაა. მინდა შევცურო 21 საუკუნეში.მე არ ავრ გმირი და არავითარი სურვილი არ მაქვს,რომ ეს კონცეფცია ვინმეს ტავზე მოვახვიო და შემდეგ ორ წელიწადში იქნება ეს თი ხუთშუ,კოკაინიტ იქნება თი ჰეროინით,ჩემი სიცოცხლე აფეთქებამდე მივიყვანო.

-მოდი ცოტა ხნით საქართველოში დავბრუნდეთ...დღეს აშკარად იგრძნობა განახლებული ინტერესი ქართული მუსიკალური ფოლკლორისადმი.აი უკვე ერთმანეთს ვხვდებიტ დიდი ხნის სემდეგ და სულ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე ლაპარაკობ...შენ ადრეც იყენებდი ხალხურ ტემებს სენს სიმღერებში და როგორც ჩანს,ეს გადამდები აღმოჩნდა,როგორ გგონია რაა ასეთი შემობრუნების მიზეზი?

--მართალია,მე ყოველტვის ვიყენებდი და მომავალსიც გამოვიყენებ ქართულ ხალხურ მუსიკალურ ტემებს ჩემ სიმღერებში,თუნდაც იმიტომ რომ არ შეიძლება ამის არ გამოყენება,ქარტული მუსიკალური ფოლკლორი საინტერესოა თუნდაც იმ თვალსაზრისით,თუ რა გავლენა იქონია მან ზოგადად თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე,ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ხალხური მოტივების გამოყენების ფორმაა,ანუ ის,თუ როგორ იყენებ მას დღეს,კომპიუტერულ ეპოქაში,როგორ აღიქვამ და როგორ წარმოადგენ მას. აი სეაა ტველაზე საინტერესო..ესაა სწორედ განვითარების გზა და არა ის თუ როგორი მდიდრები ვარტცვენ,ასეთ საგანძურს რომ ვფლობთ გამიგე? და ვინაიდან ეს ასეა,ამიტომაც ეს ხელუხლებელი უნდა დარჩეს?..ფოლკლორი უნდა პროგრესირებდეს. ის იმიტომ გვაქვს,რომ უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ.ბევრმა არც კი იცის,რომ ფოლკლორმა სწორედ ამ გზით მოარწია ცვენამდე,ბევრს გონია,რომ ის უბრალოდ ხელუხლებელი იყო საუკუნეების მანზილზე,ციდან ჩამოვარდნილი საგანძურივით,რომელიც ვიღაცამ ჩაგვაბარა ჩვენ.ეს ასე არაა.ის ვითარდებოდა.მეც ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი ვარ ალბათ.მეც ფოლკლორში "ვმოძრაობ".ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია მათთვის,ვინ თავს ქართული ფოლკლორის მფლობელად მიიჩნევს. მათთვის რაღაც წმიდაა..სინამდვილეში კიის ხმარებაში გაცვეთილია...მან გამოიარა მილიონობით ხელში,ტვინში,პირში,ენაში და ამ გზამ ის შეცვალა და გაზარდა.ძალიან მიხარია,რომ ეს ტენდენცია შესამჩნევია დღეს და მუსიკოსები ხშირად მიმართავენ ხოლმე ქართულ ხალხურ მუსიკალურ ფოლკლორს...ქართველმა მუსიკოსებმა უნდა იგრძნონ რომ მუსიკალური ფოლკლორის გამოყენება ყოველგვარი ტაბუს გარეშე უნად ხდებოდეს,.ამ ეტაპზე მე სრულად ან ნაწილობრივ ვიყენებ ხოლმე ქართულ ხალხურ თემებს და არ მაწუხებს სინდისი,"ომარას ძაღლთან "ერთად "შენ ხარ ვენახს" ვმღერი..მე არ ვთვლი რო ამით ვინმეს შეურაწყოპას ვაყენებ."ომარას ძაღლიც"ხომ სიტუაციამ მოიტანარომელიც იმ დროს საქართველოსი იყო.ასეა შენ ახნ ომარას ძაღლი ხარ ხან კი ვენახი...ამათმა სინტეზმე კი რარაც მესამეს დაუდო საფუძველი და ასე შემდეგ.მოკლედ ძალიან კარგია რომ რაღაც დონეზე მაინც ხდება ქართული ფოლკლორის გამოყენება..ეს ნიშნავს იმას რომ ტრადიციასთან კონტაქტი აღდგა....ეს კონტაქტი თანამედროვე მუსიკის მიმართებაში გაწყვეტილი იყო...

-ტერმინ"ალტერნატივას ძალიან ხშირად იყენებენ აქ,რო არ შეიძლება ალტერნატიული მუსიკის აგორებულ ტალღზე არ გკითხო...რა თქმა უნდა არიან ცალკეული მუსიკოსები,რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას აკეტებენ,მაგრამ ეს არავიტარ სემთხვევაში არ ნისნავს იმას რომ ჩვენ რაღაც მოზრაობაზე სეგვიძლია ვილაპარაკოთ.საამისო სივრცე ჯერ არ არსებობს.ბოლოს და ბოლოს,არ არსებობს ვოკალურ -ინსტრუმენტულ ანსამბლების მირმა არსებული "მეინსთრიმი",ადგილობრივი ბენდები რომ ვიღაც -ვიღაცეების"ქავერებს" უკრავენ,ეს არ ითვლება.შენ როგორ გგონია?

-- მოძრაობის რა მოგახსენო მაგრამ საქართველოსი ყოველთვის იყო იმის საფუძველი, რომ ალტერნეტიული მუსუკა გაჩენილიყო..ამასწინა უცნაური რამ ვნახე ვიდეოთი..ის ალბათ70 იან წლებშია გადაღებული,როდესაც მამაჩემმა დაწერა ოპერა, სახელწოდებით ნარგიზა.უამრავი მისი მეგობარი იღებდა მონაწილეობას იმ ოპერაში და სწორედ ის ჩანაწერი ვნახე.პრეპიერა ჩვენს სახლში სედგა.ჩემთვის ესეც ალტერნატივაა.!!! ესაა ქართული ალტერნატიული მუსიკის დასაწყისი.მაშინ პატარა ვიყავი და მახსოვს აFიშებიც დაბეჭდეს. ეს ის პერიოდი იყო როდესაც ამერიკაში hair da jesus Christ Superstar იდგმებოდა.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ იმმ დროს მარტო ერთი ორი ადამიანი აკეტებდა ამას,მაგრამ ეს ვიბრაციები მაინც იგრძნობოდა."ანდერგრაუნდი"ყოველთვის არსებობდა საქრთველოში. შესაძლებელია რომ გარკვეული თვალსაზრისით,ეს მაინც დასავლური მუსიკალური იდეების იმპორტის მცდელობა იყო,მაგრამ იმის თქმა რომ აქ არ იყო ამის მცდელობები აბსურდია...ის რაც ამასწინათ ვნახე .იყო არაოფიციალური ხელოვნების დასაწყისი საქართველოში..

-ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობდი....მხედველობაში მქონდა უკვე ჩამოყალიობებული ტრადიციები თვითონ თანამედროვე მუსიკის სფეროში,თორემ არაოფიციალური ხელოვნება საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული,საოცრად აქაური ფენომენია....

--ალტერნატივა არ შეიძლება არ არსებობდეს თუ არსებობს,დავუშვათ,იგივე...ვინ ითვლება ახლა კარგ კომერციულ როკ-არტისტად აქ?

-შენთვითონ ჩამოთვალე..

--ვერ ვიხსენებ.

-აი სწორედ მაგაშია საქმე, რომ ვერავის იხსენებ."მეინსთრიმი" არსებობს იმ მუსიკის სახით რასაც ესტდარას უწოდებენ...სხვა ვინაა?

--მე მაგალითად...არ ვარ?

-მერე შენ რა,ესტადის მომღერალი ხარ? ეფრო ფართო მოძრაობას ვგულისხმობდი,რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულ ტრადიციებს აფუძნებს.

--ლადო ბურდული ,ლადო დადიანი..ჩამოყევი ასე.ეს იყო და არის თანამედროვე ალტერნატიული მუსიკა:ფაქტიურად პანკი.მეც ერთ -ერთი მათგანი ვარ.მე სე არ დამიწყია და არ დამიმთავრებია,უბრალოდ ვთვლი რომ ეს პროცესი მომდინარეობდა და თანდათან მდიდრდება......დარწმუნებული ვარ რომ ის თანდათან განვითრდება...

p.s. gagrdzeleba iqneba :)

0

6

ase igi, ras Seexeba iraklli-mefe Carkvians me Zalian did pativs vcem, rogorc mis musikac aseve leqsebs da saertod mtel Semoqmedebas! bednieri ikneboda saqartvelo bevri misnairi nichieri xalxi rom iyos!

0

7

Duciko написал(а):

martali xar  kiss

0

8

gawitleba

0

9

Duciko
:O  :D

0

10

sali-miarao sali  :D
Ducikoesa vina mosulaooo  kiss
ise kargi iqneboda charkvianzec rom gelaparakat :D

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»


[img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/mellow.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/huh.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/happy.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/ohmy.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/wink.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/tongue.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/biggrin.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/laugh.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/cool.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/rolleyes.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/sleep.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/dry.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/smile.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/mad.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/unsure.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/sad.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/wacko.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/blink.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/ph34r.gif
ელიტარული და თინეიჯერული ფორუმი!


Вы здесь » ელიტარული ფორუმი » მუსიკა ♪ » IRAKLI CHARKVIANI