ელიტარული ფორუმი

Объявление

თქვენთან მუშაობენ:

მთავარი ადმინი: sali-mia

ადმინი: ania_ano , TaTa

მოდერები: mari1313, mis_nini, batukela, lauri_ylonen, ieleni, laluka, milanistii, princessnini, KaQi-GoGoNuu, KaTooOOoo, LaNa
პატივცემულო მომხმარებლებო და სტუმრებო:

სტუმრების საყურადღებოდ მართალია რომ ფორუმი ძალია ლამაზია, მაგრამ რეგისტრაცია მაინც საჭიროაcenter>
<გვჭირდება მოდერები

ელიტარული ფორუმი...

აქტიურად გაგვიკეთეთ რეკლამა!.

პატივისცემით ადმინისტრაცია..!

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.

Вы здесь » ელიტარული ფორუმი » მუსიკა ♪ » IRAKLI CHARKVIANI

IRAKLI CHARKVIANI

Сообщений 11 страница 18 из 18

11

mtavari maviwydeboda :D biografia :)

ირაკლი ჩარკვიანი
დაიბადა თბილისში 1961 წელს.განათლება-კლასიკური ფორტეპიანო(1967- 74).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი. ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ 'არიშთან' ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში.მისი მეორე ჯგუფი იყო ' საბავშვო მედიცინა' - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში.ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა.
'საბავშვო მედიცინამ' 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი. 1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული-'ძველი სათამაშოები'.არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი.
1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული - ' რეაქტიული კლუბი', სადაც შესულია ირაკლის ლექსები. 1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over,ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის ?ორფეოსის სიკვდილი?.1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით ' საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი'კომპოზიციისთვის ' მაწონი'.
1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი'აფრენ'და რამოდენიმე ვიდეოკლიპი.
1998 წელს მისი რომანის 'წყნარი ცურვის' ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 1999 წელს გამოდის სინგლი ' საქართველო', 2000 - ' უსაფრთხოება', 2001 - გამოიცა ალბომი ' ამო'.
ჰყავს ორი შვილი, მეუღლე - ქეთათო

0

12

esec irakli Carkvianis moxroba.... Shemdgomshi sxvebsac shemogtavazebt ;)

1-1 ჟურნალში დაიბეჭდა ირაკლი ჩარკვიანის პირველი მოთხრობა, რომელიც 1984 წ. ჟურნალ 'ნობათში' გამოქვეყნდა.

სველ მიწაზე

... ექმიც კი ჩამოიყვანა იმ ელექტროშუქით განათებული ქალაქიდან, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკენ იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალა. სიცხისგან იწვოდა. ყველაზე მაღალ სასახლეში ვიცხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. კაცი გაჩუმდა, თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორ იმ საღამოს, როცა გიმნაზიის ჭიშკართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სახლთან ახლოს დაასაფლავა, იქ, მზის ჩასვლისას რომ იდგნენ ხოლმე და ჟანგიან ჭაობში ჩაძირული მატარებლის ბორბლებს გასცქეროდნენ. თან იმ დროზე ლაპარაკობდნენ, როცა მიტოვებულ სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა და დიდი ქალაქის შენებას დაიწყებდნენ. თავიდან ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ, ? ზამთარ-ზაფხულ ბეწვიან ქურქში გახვეული დარაჯი და მისი ცოლი, დათვის ბელივით რომ დასდევდა უკან. ახლა მარტო დარჩენილი კაცი ღვინით სავსე თბილ ჭიქას ხელს არ უშვებდა, საღამოობით ქალის ნაჩუქარ რადიომიმღებს უსმენდა, რომელიც ჯიუტად ჟღურტულებდა, წიოდა, შაქარყინულივით ტკბილ და გაუგებარ ენებზე ლაპარაკობდა. ტახტზე წამოწოლილი დარაჯი ნისლში ჩაძირულ ქალაქებს წარმოიდგენდა. ესიზმრებოდა რომ გულაღმა იწვა და მატარებლებს ელოდა. მატარებლები კი გვერდს უვლიდნენ და შორიდან ესმოდა ესმოდა მათი ყრუ გულისცემა. მთვრალი რამდენჯერმე მოსაცდელისკენ წაბარბაცდა. მისთვის უცნობმა ძალამ წაიყვანა იქით, სადაც წლების მანძილძე არავინ შესულა ვირთხების გარდა. ხელებს იქნევდა. ?სადა ხარ, მოგკლავ!?? ? უყვიროდა ვიღაცას, მოსაცდელში ჩამოწოლილ უკუნეთს მუშტებს უღერებდა.

ჩართულ რადიომიმღებს მომავალ მშენებლობაზე ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ განთქმული მშენებელი გახდებოდა. რადიო კი უსტვენდა, კახპასავით კვნესოდა, ჟღრურტულებდა, წიოდა; მერე გამოაცხადეს, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში სამოქალაქო ომია, უკიდეგანო უდაბნოში ყუმბარები ფეთქდება და ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.

მალე დაიჭექა და ელვამ ნახევრად დაბნელებული მოსაცდელი გაანათა. მთელი ღამე წვიმდა. ის კი მარილიან ხორცს ძიძგნიდა, თლილ ჭიქას ეჩურჩულებოდა, თვალს ვერ წყვეტდა. დილასაც წვიმდა და აივანზე გამოსულმა თავის კიბესთან მკვდარი ცხოველივით ბეწვიანი გამცილებლის ქუდი დაინახა, რკინის მილებიდან მის სახლამდე წყალს რომ მოეტანა. პატარა გუბეები დიდ ტბად გადაქცეულიყო, ზღვის ყურეს დამსგავსებოდა ბორცვის ძირას გაშლილი მინდორი, რომელსაც ტყით დაფარული მთა ესაზღვრებოდა. ნაცრისფერ ცას და შავ ღრუბელს შესცქეროდა, ეკლესიის გუმბათივით რომ დამხობოდა მწვერვალს. ბუნდოვნად წარმოედგინა, რომ შორს ცხოვრება მიდის: ხალხი იბადება, აშენებს და კვდება. ის კი უცხო ენებზე მოლაპარაკე რადიომიმღებს არწმუნებს: ჩვენთვისაც მოიცლიან, მიტოვებულ პატარა სოფელში დიდი ქალაქის, ახალი სადგურის ასაშენებლად ჩამოვლენო. ?დაიხრჩობა სადგური? ? იმეორებდა ყრუდ , როგორც საყვარელი ქალის სახელს მომაკვდავი და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა. თითქოს წვიმით დასველებულ ეკრანზე ხედავდა ცალკეულ წარმოდგენებს, ერთმანეთისგან განცალკევებულ ჩვენებებს, მუნჯური ფილმის სისწრაფით რომ მიიჩქაროდნენ, სიზმრებივით ერთომეორეს უსწრებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ არ აძლევდნენ ფანჯარასთან მდგომ დარაჯს. ჭლექიანის ხრიალივით უსასრულო ჭექა-ქუხილიც აღარ ესმოდა მკვდარ სადგურს რომ აზანზარებდა, უხილავ ფილტვებში ყრუდ ხითხითებდა, ლორწოვან ნისლში ეფლობოდა, იძირებოდა, სიჩუმედ იქცეოდა. მატარებლები გუგუნებდნენ. გამაყრუებელი სირენები მომაკვდავი ქალის კივილივით და საკუთარ გულისცემასავით ჩაესმოდა, ყოველი კუნჭულიდან ძგერდა მონოტონური პულსაცია: დგდნ... დგდნდგდნ... თვაბრუ ეხვეოდა.

ჭექა-ქუხილი თანდათან მიწყდა, ფანჯარასთან მდგომი დარაჯი უშველებელი თეთრი ღრუბელივით მომავალ განთიადს შესცქეროდა. მთელი სოფელი წყალს დაეფარა. ნიავი უბერავდა და მთასავით ხორკლიანი იყო პატარა ყურედ გადაქცეული მინდორი, ტალახში ჩაფლული ლიანდაგი; ყავისფერი ბაქანიც დაახრჩო წვიმამ. მხოლოდ მოსაცდელი იდგა წყლის ზედაპირზე, ფანჯარა გამოაღო. თევზისა და სველი კირის სუნი იგრძნო. უცებ ყველაფერი ვერცხლისფრად განათდა, მთის წვერვალზე ჩამოწოლილი ღრუბელი გაიფანტა და კაცი ფანჯარასთან გაქვავდა, როცა მთასავით უზარმაზარი, ვერცხლისფერი გემი წყლით დაფარულ მინდორზე შემოცურდა. უნდოდა ეყვირა, ელექტროშუქით განათებულ ქალაქამდე მიეწვდინა ხმა, სადაც ყოველდღიურობით მთვრალი ხალხი ცხოვრობს. გემი მოსაცდელთან შეჩერდა. ფანჯრის რაფას ჩაჭიდებული დარაჯი კი თითქოს ვერ ამჩნევდა გემბანზე გადმომდგარ უცნობს, ქალურ ხელებს, გემისკენ რომ უხმობდნენ. დარაჯისათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა თეთრებში ჩაცმული. ეძახდა, ხელებით თავისთან ეპატიჟებოდა. ღია ფანჯარასთან მდგომი კი სიყვარულზე და იმ დროზე ფიქრობდა, როცა ტალახიანი მიწა ჩექმებზე აეკიდება, იქ ჩაათრევს, სადაც საუკუნო სიმშვიდეა. იგრძნო, რომ ბევრად უფრო ღონიერია, ვიდრე მისი ერთი ციდა ცოლი, რომელსაც დიდი ქალაქის აშენებას ჰპირდებოდა მარადჟამს. ?მე აქ დავრჩები?, - დაიყვირა მთელი ძალით და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. გემი დაიძრა. უხმოდ გაცურდა და მთის მწვერვალთან თეთრი ღრუბელი გადაეფარა. კაცი კვლავ ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებული მთელ ხმაზე ჩართულ რადიომიმრებს ელაპარაკებოდა. ამბობდა რომ ოდესმე სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა, თუ არადა, თვითონ ააშენებდა იმ დიდ და ყველასათვის უცნობ ქალაქს ....

1 სქტემბერი,1 კლასი:"...რაც უფრო ზევით მივცოცავდი,მით უფრო მიზიდავდა მოღრუბლული, ცხელი ცა და ჟანგისფერი სახურავის კუთხე.ჩემთვის იმ დღემდე უცნობი ძალა მექაჩებოდა ცისკენ."სად მიძვრები!" მიყვიროდა მეგაფონში კაცი.
ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მთელი კაცთა მოდგმა სკოლის ეძოში შეკრებილიყო, უკან მექაჩებოდნენ, მიყვიროდნენ.
სახურავზე ავძვერი, ჭიანჭველების ბუდეს გავდა სკოლის ეზო. ორივე ხელით რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი ვიდექი, დავცქეროდი უცნობი ხალხით გაჭედილ ეზოს, უკაცრიელ სახურავებს,თბილისს,მთელს მსოფლიოს...არავინ იყო ჩემს გარშემო! მხოლოდ სადღაც ქვევით ფუსფუსებდნენ ადამიანები, თავებს იქნევდნენ, ხელებს იშვერდნენ ჩემსკენ;
ბაბუას პიჯაკივით ხორკლიანი მოღრუბლული ცა მიზიდავდა.
იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე...
კაცი მეგაფონში მბრძანებლობდა. "არ მომეკაროთ!" ვყვიროდი მთელი ძალით "მე მეფე ვარ, მეფე!!!"
"ცალფეხშიშველი ბავშვი"
ი.ჩარკვიანი

0

13

http://re.foto.radikal.ru/0707/72/411b0909e9a4.jpg

0

14

დაიბადა: თბილისი 19/11/1961
განათლება: კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკულ ლიტერატურის ფაკულტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის სკოლა - 1991
თავისი პირველი სიმღერა დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ 'არიშთან; ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჯურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში.მისი მეორე ჯგუფი იყო 'საბავშო მედიცინა' - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში.ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა. 'საბავშო მედიცინა' - 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი. 1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - ძველი სათამაშოები. არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი. 1996 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი 'War is over',ამის შემდეგ პირველი ალბომი 'Svan Songs',რომელიც ჩაიწერა გერმანიაში,კიოლნოსში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ორფეოსის სიკვდილი". 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით საუკეთესო ალტერნატიული მისიკისთვის კომპოზიციისთვის 'მაწონი'. 1997 გამოდის მისი ალბომი 'აფრენ' და რამოდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის წყნარი ცურვის' ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 199 წელს გამოდის სინგლი 'საქართველო', 2000 - 'უსაფრთხოება', 2001 -გამოიცცა ალბომი 'ამო' ...

გარდაიცვალა 28/02/06

0

15

http://c.foto.radikal.ru/0609/df2ef7434b8f.jpg[/img]

"ორი რომანსი ერთში",- ასე ახასიათებდა ავტორი თავის "ავტორომანს", რომელიც, ერთის მხრივ, წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ "მეფეს" და, მეორეს მხრივ, მოგითხრობთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციისა და თანამოსახელის - ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ. "მშვიდი ცურვა" არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, რომელიდანაც შიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა საბჭოეთიდან თავის დახწევას ანუ "გაპარვას" ნარკოტიკებს მიტანებული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი; რა კავშირია რუმი ლენინთან , რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა ;მეფე; და რატომ სურს მუსიკოსს და მომღერალს, რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას ჰგავდეს.

0

16

http://www.youtube.com/watch?v=2GKOYAEEWVA

0

17

სველ მიწაზე

... ექმიც კი ჩამოიყვანა იმ ელექტროშუქით განათებული ქალაქიდან, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკენ იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალა. სიცხისგან იწვოდა. ყველაზე მაღალ სასახლეში ვიცხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. კაცი გაჩუმდა, თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორ იმ საღამოს, როცა გიმნაზიის ჭიშკართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სახლთან ახლოს დაასაფლავა, იქ, მზის ჩასვლისას რომ იდგნენ ხოლმე და ჟანგიან ჭაობში ჩაძირული მატარებლის ბორბლებს გასცქეროდნენ. თან იმ დროზე ლაპარაკობდნენ, როცა მიტოვებულ სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა და დიდი ქალაქის შენებას დაიწყებდნენ. თავიდან ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ, ? ზამთარ-ზაფხულ ბეწვიან ქურქში გახვეული დარაჯი და მისი ცოლი, დათვის ბელივით რომ დასდევდა უკან. ახლა მარტო დარჩენილი კაცი ღვინით სავსე თბილ ჭიქას ხელს არ უშვებდა, საღამოობით ქალის ნაჩუქარ რადიომიმღებს უსმენდა, რომელიც ჯიუტად ჟღურტულებდა, წიოდა, შაქარყინულივით ტკბილ და გაუგებარ ენებზე ლაპარაკობდა. ტახტზე წამოწოლილი დარაჯი ნისლში ჩაძირულ ქალაქებს წარმოიდგენდა. ესიზმრებოდა რომ გულაღმა იწვა და მატარებლებს ელოდა. მატარებლები კი გვერდს უვლიდნენ და შორიდან ესმოდა ესმოდა მათი ყრუ გულისცემა. მთვრალი რამდენჯერმე მოსაცდელისკენ წაბარბაცდა. მისთვის უცნობმა ძალამ წაიყვანა იქით, სადაც წლების მანძილძე არავინ შესულა ვირთხების გარდა. ხელებს იქნევდა. ?სადა ხარ, მოგკლავ!?? ? უყვიროდა ვიღაცას, მოსაცდელში ჩამოწოლილ უკუნეთს მუშტებს უღერებდა.

ჩართულ რადიომიმღებს მომავალ მშენებლობაზე ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ განთქმული მშენებელი გახდებოდა. რადიო კი უსტვენდა, კახპასავით კვნესოდა, ჟღრურტულებდა, წიოდა; მერე გამოაცხადეს, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში სამოქალაქო ომია, უკიდეგანო უდაბნოში ყუმბარები ფეთქდება და ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.

მალე დაიჭექა და ელვამ ნახევრად დაბნელებული მოსაცდელი გაანათა. მთელი ღამე წვიმდა. ის კი მარილიან ხორცს ძიძგნიდა, თლილ ჭიქას ეჩურჩულებოდა, თვალს ვერ წყვეტდა. დილასაც წვიმდა და აივანზე გამოსულმა თავის კიბესთან მკვდარი ცხოველივით ბეწვიანი გამცილებლის ქუდი დაინახა, რკინის მილებიდან მის სახლამდე წყალს რომ მოეტანა. პატარა გუბეები დიდ ტბად გადაქცეულიყო, ზღვის ყურეს დამსგავსებოდა ბორცვის ძირას გაშლილი მინდორი, რომელსაც ტყით დაფარული მთა ესაზღვრებოდა. ნაცრისფერ ცას და შავ ღრუბელს შესცქეროდა, ეკლესიის გუმბათივით რომ დამხობოდა მწვერვალს. ბუნდოვნად წარმოედგინა, რომ შორს ცხოვრება მიდის: ხალხი იბადება, აშენებს და კვდება. ის კი უცხო ენებზე მოლაპარაკე რადიომიმღებს არწმუნებს: ჩვენთვისაც მოიცლიან, მიტოვებულ პატარა სოფელში დიდი ქალაქის, ახალი სადგურის ასაშენებლად ჩამოვლენო. ?დაიხრჩობა სადგური? ? იმეორებდა ყრუდ , როგორც საყვარელი ქალის სახელს მომაკვდავი და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა. თითქოს წვიმით დასველებულ ეკრანზე ხედავდა ცალკეულ წარმოდგენებს, ერთმანეთისგან განცალკევებულ ჩვენებებს, მუნჯური ფილმის სისწრაფით რომ მიიჩქაროდნენ, სიზმრებივით ერთომეორეს უსწრებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ არ აძლევდნენ ფანჯარასთან მდგომ დარაჯს. ჭლექიანის ხრიალივით უსასრულო ჭექა-ქუხილიც აღარ ესმოდა მკვდარ სადგურს რომ აზანზარებდა, უხილავ ფილტვებში ყრუდ ხითხითებდა, ლორწოვან ნისლში ეფლობოდა, იძირებოდა, სიჩუმედ იქცეოდა. მატარებლები გუგუნებდნენ. გამაყრუებელი სირენები მომაკვდავი ქალის კივილივით და საკუთარ გულისცემასავით ჩაესმოდა, ყოველი კუნჭულიდან ძგერდა მონოტონური პულსაცია: დგდნ... დგდნდგდნ... თვაბრუ ეხვეოდა.

ჭექა-ქუხილი თანდათან მიწყდა, ფანჯარასთან მდგომი დარაჯი უშველებელი თეთრი ღრუბელივით მომავალ განთიადს შესცქეროდა. მთელი სოფელი წყალს დაეფარა. ნიავი უბერავდა და მთასავით ხორკლიანი იყო პატარა ყურედ გადაქცეული მინდორი, ტალახში ჩაფლული ლიანდაგი; ყავისფერი ბაქანიც დაახრჩო წვიმამ. მხოლოდ მოსაცდელი იდგა წყლის ზედაპირზე, ფანჯარა გამოაღო. თევზისა და სველი კირის სუნი იგრძნო. უცებ ყველაფერი ვერცხლისფრად განათდა, მთის წვერვალზე ჩამოწოლილი ღრუბელი გაიფანტა და კაცი ფანჯარასთან გაქვავდა, როცა მთასავით უზარმაზარი, ვერცხლისფერი გემი წყლით დაფარულ მინდორზე შემოცურდა. უნდოდა ეყვირა, ელექტროშუქით განათებულ ქალაქამდე მიეწვდინა ხმა, სადაც ყოველდღიურობით მთვრალი ხალხი ცხოვრობს. გემი მოსაცდელთან შეჩერდა. ფანჯრის რაფას ჩაჭიდებული დარაჯი კი თითქოს ვერ ამჩნევდა გემბანზე გადმომდგარ უცნობს, ქალურ ხელებს, გემისკენ რომ უხმობდნენ. დარაჯისათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა თეთრებში ჩაცმული. ეძახდა, ხელებით თავისთან ეპატიჟებოდა. ღია ფანჯარასთან მდგომი კი სიყვარულზე და იმ დროზე ფიქრობდა, როცა ტალახიანი მიწა ჩექმებზე აეკიდება, იქ ჩაათრევს, სადაც საუკუნო სიმშვიდეა. იგრძნო, რომ ბევრად უფრო ღონიერია, ვიდრე მისი ერთი ციდა ცოლი, რომელსაც დიდი ქალაქის აშენებას ჰპირდებოდა მარადჟამს. ?მე აქ დავრჩები?, - დაიყვირა მთელი ძალით და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. გემი დაიძრა. უხმოდ გაცურდა და მთის მწვერვალთან თეთრი ღრუბელი გადაეფარა. კაცი კვლავ ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებული მთელ ხმაზე ჩართულ რადიომიმრებს ელაპარაკებოდა. ამბობდა რომ ოდესმე სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა, თუ არადა, თვითონ ააშენებდა იმ დიდ და ყველასათვის უცნობ ქალაქს ....

1 სქტემბერი,1 კლასი:"...რაც უფრო ზევით მივცოცავდი,მით უფრო მიზიდავდა მოღრუბლული, ცხელი ცა და ჟანგისფერი სახურავის კუთხე.ჩემთვის იმ დღემდე უცნობი ძალა მექაჩებოდა ცისკენ."სად მიძვრები!" მიყვიროდა მეგაფონში კაცი.
ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მთელი კაცთა მოდგმა სკოლის ეძოში შეკრებილიყო, უკან მექაჩებოდნენ, მიყვიროდნენ.
სახურავზე ავძვერი, ჭიანჭველების ბუდეს გავდა სკოლის ეზო. ორივე ხელით რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი ვიდექი, დავცქეროდი უცნობი ხალხით გაჭედილ ეზოს, უკაცრიელ სახურავებს,თბილისს,მთელს მსოფლიოს...არავინ იყო ჩემს გარშემო! მხოლოდ სადღაც ქვევით ფუსფუსებდნენ ადამიანები, თავებს იქნევდნენ, ხელებს იშვერდნენ ჩემსკენ;
ბაბუას პიჯაკივით ხორკლიანი მოღრუბლული ცა მიზიდავდა.
იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე...
კაცი მეგაფონში მბრძანებლობდა. "არ მომეკაროთ!" ვყვიროდი მთელი ძალით "მე მეფე ვარ, მეფე!!!"
"ცალფეხშიშველი ბავშვი"

0

18

vaaa,  mshvenieria.
love

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»

[img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/mellow.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/huh.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/happy.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/ohmy.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/wink.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/tongue.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/biggrin.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/laugh.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/cool.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/rolleyes.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/sleep.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/dry.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/smile.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/mad.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/unsure.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/sad.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/wacko.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/blink.gif [img]http://homepkob.net/forum/style_emoticons/default/ph34r.gif
ელიტარული და თინეიჯერული ფორუმი!