ძირითადი წესები:

1. ბილწსიტყვაობა (უწმაწური სიტყვები)
გაითვალისწინეთ, რომ გფორუმზე,  პატარა ბავშვები  შემოდიან.
უმორჩილესად გთხოვთ, არ დაწეროთ ****-ც კი. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბილწსიტყვაობთ, რაც უკვე დანაშაულია.

2. გახსენით ისეთი თემები რომლებიც ფორუმის იმ კონკრეტულ განყოფილებას შეესაბამება რომელშიც იმყოფებით.
ვიდრე ახალს გახსნით ჯერ ყველა თემას გადახედეთ. შესაძლოა, სხვა მომხმარებელმა დაგასწროთ და უკვე შექმნა ამ შინაარსის თემა.

3. თავი შეიკავეთ დაფლუდვისგან.

4. ეცადეთ თემა არ გააოფტოპიკოთ (ანუ არ ისაუბროთ არათემატურად)

5. პატივი ეცით სხვის მოსაზრებას. რახან თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ ის შეურაცხყოფის ღირსია.

სასჯელები:

1. ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.

2. მეორე გაფრთხილებას შეიძლება სიტყვიერი არ უსწრებდეს წინ და პირდაპირ დაი-
ბან-ოთ.

3. გაითვალისწინეთ რომ ათი გაფრთხილების შემდეგ (100%), თქვენი ნიკი ავტომატურად დაიბლოკება.

4. მოდერატორისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება ერთდღიანი ბანით + 10% ვორნი.

რაიმე ძლიერი დანაშაულის შემთხვევაში დაისჯებით გაუფრთხილებლად და შეიძლება IP-ითაც დაიბლოკოთ.
ეს ნიშნავს, რომ ამ ფორუმზე შემოსვლა სამუდამოდ აგეკრძალებათ.
(ვერც სერვერიდან გადაქაჩავთ)

გმადლობთ ყურადღებისა და თანამშრომლობისათვის. 

P.S. თუ მიგაჩნიათ, რომ მოდერატორმა უსამართლოდ დაგსაჯათ და მისგან ვერ იღებთ კონკრეტულ პასუხს, მიმართეთ ფორუმის ადმინისტრაციას.